კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოტხე სათამაშო დღე გაიმართა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერტესო მატჩი შედგა. ტურნირის უმთავრესი ფავორიტი აშშ-ს ნაკრები, თურქებთან მარცხს სასწაულით გადაურჩა. ძირითადი დრო ფრედ 81-81 მორჩა, შემდეგ კი აშშ-მ ოვერტაიმში მეტოქე 12-11 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ თურქებმა ოვერტაიმის ბოლოს ზედიზედ 4 საჯარიმო სტყორცნა ვერ გამოიყენეს და შესაბამისად ამერიკამ ამით ისარგებმა. აშშ-მ ჯგუფში ორიდან ორივე მატჩი მოიგო და პლეიოფში ასპარეზობის უფლება ერთი ტურით ადრე მოიპოვა, შემდეგ მატჩს ისინი აუტსაიდერ იაპონიასთან გამართავენ.
გამანადგურებელი სხვაობით მოგო ტურნირის კიდევ ერთმა მთავარმა ფავორიტმა, საფრანგეთის ნაკრებმა. ლე ბლუმ ამჯერად იორდანიის ნაკრებს 39 ქულიანი სხვაობით, 103-64 დაამარცხა და პლეიოფის საგზური დროზე ადრე მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 8 შედეგიანი გადაცემაც მოაგროვა. ფრანგები მომდევნო, მესამე მატჩს დომინიკის რესპუბლიკასთან გამართავენ, რომელსაც ასევე 2 დან 2 მოგება აქვს, ამ მატჩში გამარჯვებული ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა.