კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე სათამაშო დღე გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრება ითამაშა. პირენეელებმა პუერტო რიკო 73-63 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაზე ორიდან ორი მატჩი მოიგეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მარკ გაზოლი დასახელდა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად საკუთარ გუნდს 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ესპანეთი ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე წრეში ირანს დაუპირისპირდება.
დიდი ანგარიშით მოიგო სერბეთის ნაკრებმა, რომელმაც ფილიპინებს 126-67 სძლია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნემანია ბიელიცა დასახელდა, რომელმაც 20 ქულა 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, რისთვისაც მხოლოდ 16 წუთი დასჭირდა. სმდეგ წრეში სერბეთი იტალიას დაუპირისპირდება, რომელსაც სერბეთივით 2დან 2 მოგება აქვს, ამ მატჩში გამარჯვებული ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა.