იტალიურ-ამერიკულმა ავტოკონცერნმა Fiat Chrysler Automobiles-მა კორონავირუსის გამო შესაძლოა, ევროპაში ქარხანა დახუროს. ამის შესახებ The Financial Times-ს კომპანიის დირექტორმა განუცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა კონცერნის ოთხ ჩინელ მომწოდებელ კომპანიაზე, მათ შორის, ერთის მიერ წარმოებული კომპონენტი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია”. შესაბამისად, მიწოდების შეჩერებამ ევროპაში წარმოება საფრთხის ქვეშ დააყენა.