ამერიკულ-იტალიური საავტომობილო კონცერნი Fiat Chrysler ფრანგულ საავტომობილო კომპანიას Groupe PSA-ს გაერთიანების დეტალებზე შეუთანხმდა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
მანამდე სააგენტო AFP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ PSA-ს დირექტორთა საბჭომ Fiat Chrysler-თან გაერთიანების გეგმა მოიწონა.
როგორც ცნობილია, მანამდე Fiat Chrysler-ი გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს კიდევ ერთ ფრანგულ კომპანია Renault-თან აწარმოებდა, თუმცა, შეთანხმება ვერ განხორციელდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მას მხარი საფრანგეთის ხელისუფლებამ არ დაუჭირა.