იტალიურ-ამერიკული სააავტომობილო კონცერნი Fiat Chrysler-ი 900 ათას დიზელისძრავიან ავტომობილს გაიწვევს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც კომპანია გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.გაწვევის შედეგად, წლის ბოლომდე ეტაპობრივად 862 ათას 650 ავტომობილს კატალიზატორის ნეიტრალიზატორის დეტალი შეეცვლება. გაწვევას ექვემდებარება Jeep, Dodge და Chrysler-ის ბრენდის ყველა დიზელისძრავიანი ავტომობილი, რომელთა წარმოება 2011-2016 წლების განმავლობაში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს Fiat Chrysler-ი დათანხმდა გადაიხადოს 700 მილიონი დოლარი სასამართლო პროცესების დარეგულირებისთვის. საჩივრები კომპანიის წინააღმდეგ შტატების იუსტიციის სამინისტრომ და ცალკეულმა ავტომფლობელებმა შეიტანეს, რომლებიც კომპანიას გამოსაბოლქვ სისტემაში მონაცემების გამყალბებელი ჩიპების მიზანმიმართულად დამონტაჟებაში სდებენ ბრალს.