კანადის დიდი პრიზის რბოლა, როგორც ფერარის, ასევე მერსედესის საჯინიბოსთვის ძალიან მძიმე გამოდგა. ფეტელმა რბოლა მოიგო, მაგრამ გამარჯვება ჩამორთვეს, ჰამილტონმა კი ფინიში მეორე ადგილზე გადაკვეთა, მაგრამ უმაღლეს საფეხურზე სწორედ ის ავიდა. სტიუარდებმა 48-ე წრეზე მომხდარი ინციდენტის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გერმანელმა უსაფრთხოების წესები დააარღვია და მის შედეგს 5 წამი დაუმატეს. სტიუარდების გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი იყო - „ტრასაზე სახიფათო დაბრუნება“. ამგვარად, ფორმულა 1ის უკანასკნელი რბოლა სკანდალური გამოდგა, მერსედესის საჯინიბომ კი აქტივში კვლავ - უმაღლესი ქულები ჩაიწერა.