"ფესტოს დისკზე" მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი - Palitra News

"ფესტოს დისკზე" მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი

2017-06-13 16:35:05+04:00

"ფესტოს დისკი" მეცნიერებმა 1908 წელს საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე აღმოაჩინეს. დისკი 4 000 წელს ითვლის და ქრისტეს შობამდე 1700 წლით თარიღდება, როცა კრეტაში მინოსური კულტურა უმაღლეს საფეხურზე იდგა. მასზე უცნობ ენაზე შესრულებული წარწერაა დატანილი. ლინგვისტმა გარეტ ოუენმა , ოქსფორდის ფონეტიკის პროფესორ ჯონ კოლემანთან ერთად არამარტო წარწერის ენის დადგენა შეძლო, არამედ ნაწილობრივ მისი შინაარსიც ამოიკითხა. დისკი სპირალურად იკითხება, გარედან შიდა მიმართულებით. ანტიკური ხანის კრეტული იეროგლიფებისა და მინოსური ხანის ორგვარი დამწერლობის დახმარებით, მეცნიერებმა სამი სიტყვა-გასაღები გაშიფრეს: მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დისკზე მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი, თუმცა, დოქტორი ოუენის განცხადებით, დღემდე ამ ვარაუდს ლინგვისტურად ვერ ამტკიცებდნენ.