მუსიკალურმაფესტივალმა Glastonbury ლაინაფის ნაწილი გაავრცელა. ღონისძიების ჰედლაინერები ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკკარტნი, პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტი ქენდრი ქლამარი, ამერიკელი სუპერვარსკვლავი ტეილორ სვიფტი და მომღერალი დაიანა როსი იქნებიან. მათ გარდა, მსმენელების წინაშე ისეთი არტისტები წარდგებიან, როგორებიც არიან: ტომ იორკი, ლანა დელ რეი, ნოელ გალაჰერი, ჯარვის კოკერი, კამილა კაბეიო, Pet Shop Boys, Thundercat დასხვები. გლასტონბერი 24-28 ივნისს ინგლისში, სომერსეტის საგრაფოში მდებარე სოფელ პილტონში გაიმართება.