მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულ რეისინგთან“ კონტრაქტი 2023 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. ამგვარად, წერტილი დაესვა ჭორებს იმის თაობაზე, რომ თითქოს, ჰოლანდიელი მრბოლი, „ფერარიში“ ან „მერსედესში“ გადასვლას აპირებდა. ფერსტაპენმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.ჰოლანდლი მრბოლი „ტორო როსოდან“ „რედ ბულში“ 2016 წელს გადავიდა და მალევე, ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამრჯვებული გახდა. მომდევნო ორ სეზონში მან ორ-ორი რბოლა მოიგო, გასული სეზონი კი სამი გამარჯვებით მისთვის საუკეთესო გახლდათ.