2020 წლის იანვარში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-თურქეთს შორის 117 მილიონ 73 ათას 300 დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტიც 3 მილიონ 320 ათას 400 დოლარი იყო. მას მოსდევს ტრიკოტაჟის ნაწარმი - 3 მილიონ 2 ათას 900 დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე ფქვილი და ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების გრანულები გავიდა, რომელთა ექსპორტმაც - მილიონ 989 ათას 600 დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები ინაწილებენ, შესაბამისად, მილიონ 502 ათას 300 და მილიონ 350 ათას 300 დოლარით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 262 მილიონ 600 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 619 მილიონ 800 ათასი დოლარს შეადგენს.