საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ბაზაში ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ იმ პირთან, რომელსაც რეგისტრირებულ საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი არანაკლებ 0,25 ჰექტარს შეადგენს, ასევე არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროგრამის ბენეფიციარი ან სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით სარგებლობს.
ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტი მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.