ხელისუფლება ყურძნის სუბსიდირებას აღარ ახდენს, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, თუ ქვეყანაში ყურძნის ჭარბი მოსავალი იქნება, სახელმწიფო მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სპეკულაციები იმის თაოაბზე, რომ წელს ყურძნის ფასი დაბალია, უსაფუძვლოა. უწყების ინფორმაციით, ამჟამად, 1 კგ რქაწითელის ქარხანაში ჩასაბარებელი ფასი 70 თეთრია, დაახლოებით იგივე, რაც გასულწ ელს იყო. 1 კგ. საფერავს კი ლარნახევრიდან 2 ლარამდე იბარებენ