ფერმერებისთვის ახალი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია Tractor.ge შეიქმნა. ახალი პლატფორმა ფერმერს საშუალებას აძლევს ინტერნეტ მაღაზიით ისარგებლოს და სახლიდან გაუსვლელად შეისყიდოს სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო 300-მდე დასახალების პროდუქცია. ვებ-გვერდის შემქნელები ქართულ-ჰოლანდიური ძალებით გაერთიანებული გუნდია. მათი თქმით ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს ფერმერების გაძლიერებასა და საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.