ქართულ კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა მატულობს. ამასთან, წლიდან წლამდე ქართველი ფერმერები სწავლობენ ევროკავშირის ბაზრების სპეციფიკურ მოთხოვნებს, რაც უმთავრესად, სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა და ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი "კენკროვანი კულტურები" დაემატა. ფერმერები, რომლებიც შესაბამის ტესტირებას გაივლიან და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ, 100%-იან დაფინანსების მიიღებენ. კერძოდ, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100% როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. ასევე დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემებისა და საჭიროების შემთხვევაში ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულება.