წაბლი თბილისის ბაზრებზე სექტემბრის შუა რიცხვებიდან იყიდება. საქართველში წაბლი ველურ კულტურად ითვლება, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, ის ძირითადად ტყეში იზრდება. თუმცა, პროდუქტი ბევრ საყოფაცხოვრებო ნაკვეთშიც გვხვდება.
როგორ East fruit-ს Georgian Chestnuts Export-ის დამფუძნებელმა განუცხადა, აჭარასა და გურიაში არის ახალგაზრდა წაბლის ბაღები, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. საქართველოში წაბლის ხეების უმეტესობა შავი ზღვის რეგიონში, ასევე, გურიაში, ქართლსა და კახეთში იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, წაბლის ხე საკმაოდ ნაყოფიერია, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან მცირე მოსავალი მიიღო. როგორც წესი, ქართული წაბლი უფრო მეტად შიდა ბაზარზე იყიდებოდა, მცირე რაოდენობით კი მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა. 3 წლის წინ ვითარება შეიცვალა და პროდუქტის მცირე მოცულობის გატანა რუსეთის ბაზარზე დაიწყო. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი, წელს პირველად, საქართველომ წაბლის მაღალი მოსავალი მიიღო. შედეგად, რუსეთში 200 ტონამდე მაღალი ხარისხის წაბლი გავიდა.