კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო.
პროგრამაში მონაწილე ფერმერები ფასდაკლების ბარათით დიზელის საწვავს დაახლოებით 1 ლარამდე ფასდაკლებით მიიღებენ.
დღეის მდგომარეობით პროგრამით უკვე 12 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფასდაკლებით ფერმერებმა 100 000 ლიტრზე მეტი აგროდიზელი მიიღეს.