სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1,860,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს.
საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.