საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენა.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის კი ეს დღე თევზით ხსნილია.