მონაკოელ პილოტ შარლ ლეკლერს ფერარიმ“ კონტრაქტი ხუთი წლით გაუგრძელა. ლეკლერი მარანელოში 2024 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. შარლ ლეკლერს ფორმულა 3-სა (2016 წელს) და ფორმულა 2-ში (2017 წელს) ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული, რასაც ფორმულა 1-ში გადასვლა მოჰყვა. 2018 წელს მან "ალფა რომეო ზაუბერის" მანქანით, ფ1-ში სადებიუტო სეზონი გაატარა, რის შემდეგაც "ფერარიმ" კიმი რაიკონენის ადგილზე მიიწვია.
"ფერარიში" პირველივე სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა - ორი რბოლა მოიგო და ექვსჯერ პოულ პოზიცია დაიკავა (ყველაზე მეტი სეზონში). სულ კი კვარცხლბეკის საფეხურზე 10-ჯერ იდგა. საბოლოოდ, მრბოლთა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.