ფემიციდის მსხვერპლი ბოლო სამ წელში 40 ქალი გახდა. ომბუდსმენმა საქართველოში ფემიციდის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. კვლევა სამი წლის პერიოდს მოიცავს. ნინო ლომჯარია განმარტავს რომ ქალთა მკვლელობა ხშირ შემთხვევაში გენდერული უთანასწორობით არის განპირობებული.სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი პარლამენტისგან მოითხოვს ფემიციდი სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით განისაზღვროს.