მსოფლიოში ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, ჯიმი ჩუ (Jimmy Choo) ლონდონში მოდის უნივერსიტეტს ხსნის. საგანმანათლებლო სივრცე ახალი ტალანტების აღმოჩენას უზრუნველყოფს. London Fashion Academy 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება და დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც კონკრეტულად მოდაზე ფოკუსირდება. როგორც ირკვევა, აკადამიის საგანმანათლებლო პოლიტიკა და ხედვა განსხვავებული იქნება. ის ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს გააერთიანებს და სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების სტრატეგიულ შესაძლებლობებს შესთავაზებს, რომელიც მომავალში წარმატებული ბრენდების შექმნაში დაეხმარებათ.