Stappone - ეს არის ტერფის ლანჩა, რომელიც ასკანირებს თქვენს მთელ სხეულს, აფიქსირებს ფიზიკურ პრობლემებს და გეხმარებათ მათ გადაჭრაში. როგორც ამბობენ, მისი აპლიკაცია გეხმარებათ სწორად ჯდომაში და ხერხემლის ტკივილს თავიდან გარიდებთ. მოწყობილობა შემუშავებულია ავსტრიელი მედიკოსებისა და მეცნიერების მიერ. მისი სენსორი შეისწავლის თქვენს მთლიან სხეულს ტერფების მეშვეობით. ფეხსაცმლის ინოვაციური ლანჩა ზომავს წნევას, ადგენს თქვენს ლოკაციას და ითვლის ნაბიჯებს. მისი გამოყენება მარტივია, საკმარისია, Stappone მოათავსოთ თქვენს ფეხსაცმელში და გახვიდეთ სასეირნოდ. მოწყობილობა ადგენს თქვენს ზუსტ წონას, აღრიცხავს მოძრაობებს, და ითვლის რამდენი კალორია დაწვით. სიარულის, მოძრაობის ან უბრალოდ მუშაობის დროს მოწყობილობა გაძლევთ სასრგებლო რჩევებს, რომ გამოასწოროთ თქვენი მავნე ჩვევები. აპლიკაცია შეისწავლის თქვენ ფიზიკურ მდგომარეოაბს და საჭიროების შემთვევაში გატყობინებთ რომ ექიმს გაესინჯოთ. როდესაც მოხრილი დადიხართ ან ცუდ პოზაში ზიხართ, ის მიგითითებთ, რომ გასწორდეთ.
იდეის ავტორების თქმით, ხელსაწყო ასევე ფიტნეს ინსტრუქტორის ფუნქციასაც ასრულებს, რადგან ის აკვირდება თქვენს ფიზიკურ აქტივობებს და გაგებინებთ რამდენი კალორია დახარჯეთ. დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა იწვევს გაღიზიანებას, დაძაბულობას და დაღლას. Stappone-ს შემქმნელების თქმით, მოწყობილობა გეხმარებათ ზურგის ტკივილსგან განთავისუფლებაში, კისრისა და ფეხის ტკივილს თავიდან გარიდებთ, ასევე ფეხის დეფორმაციისგან და გადაღლილობისგან გიცავთ. ის მოტივაციას გაძლევთ, მეტი იმოძრაოთ, სწორად იჯდეთ და თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.