მსოფლიოში ფეხსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანია Crocs-ი ყველა ფაბრიკა-ქარხანას ხურავს. ოფიციალური ინფორმაციით, წარმოების შეჩერება კომპანიიდან ფინანსური დირექტორის წასვლას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ Crocs-ის წარმომადგენლების განცხადებით, 2017 წლის მეორე კვარტალში კომპანიების შემოსავლები 4.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ღირებულებამაც მოიმატა 43%-ით, თუმცა, სავარაუდოდ, ეს წარმოების განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, Crocs-ი 2002 წელს ამერიკაში დაფუძნდა.