კოლორადოელ კრისტოფერ უოტს, რომელიც ფეხმძიმე ცოლის და შვილების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი მეუღლის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე არ გამოუტანა. განაჩენის გაჟღერეაბმდე მსჯავდებულს სიმამარმა მიმართა. "მე შენ ისინი განდე რომ გეზრუნა მათზე და არა მოგეკლა", - თქვა მან. კრისტოფერ ვატსმა დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა ადვოკატის მეშვეობით მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. ვატსმა 34 წლის ცოლი შანანი და 3 და 4 წლის ქალიშვილები აგვისტოში მოკლა და ცხედრები დამალა. მკვლელობის მიზეზი კი მამაკაცის ახალი რომანი გახდა. როგორც ვატსმა გამოძიებას განუცხადა, ოჯახი მას სასიყვარულო ურთიერთობის აწყობაში ხელს უშლიდა.