დიდუბეში ავარიული სახლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბეური შემთხვევა სოხუმის ქუჩაზე, სახლის დემონტაჟის დროს მოხდა. გარდაცვლილი დემონტაჟში მონაწილე მუშაა.40 წლამდე მამაკაცი ნუკრი სალია,ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მას ორსული მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ინციდენტის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ხოლო ერთმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.