"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. წულაიას თქმით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ ე.წ. კუნძულებზე ხეების 90% უყურადღებობის გამო გახმა. ქალაქის მერიაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი მათ არ ეხებათ, რადგან სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შესრულდა და მერიას ის არ ჩაუბარებია.