ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფედერაცია ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.შეგახსენებთ, რომ მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს.