საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ადგილობრივი და ქართული მედიის შეკითხვებს ვილი სანიოლთან ერთად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველებმა 2 ივნისს საკუთარ მოედანზე გიბრალტარის ნაკრები 4:0 დაამარცხეს, 5 ივნისს კი ბულგარეთს სტუმრად 5:2 სძლიეს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.