უკვე მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არგვისა და მტკვირის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალით, ისე თერმული დრონით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბიც. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით.
საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.