Facebook-ს ახალი ფერადი ლოგო აქვს. „სიენენის“ ცნობით, ფაქტი იმ ცვლილებებს ადასტურებს, რომელიც კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებში მიმდინარეობს.
ლოგო, რომელიც გამოსახულია სიტყვა Facebook-ით, არის წარმოდგენილი დიდი ასოებით, ახალი შრიფტით და მომხმარებლებს სხვადასხვა აპლიკაციებისთვის სხვადასხვა ფერს სთავაზობს. მაგალითად, ლურჯი- Facebook-ისთვის, მწვანე და მეწამური - WhatsApp -ისთვის და წითელი და ნარინჯისფერი - Instagram-ისთვის.
კომპანია ახალი ლოგოს გამოყენებას საკუთარ პროდუქტებსა და მარკეტინგულ მასალებზე უახლოეს კვირებში გეგმავს.