ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი წელს მეორე დასწია. ამჯერად მისი დაწევა 25 პუნქტით მოხდა და 1,75-2%-ს შეადგენს.ფედრეზერვი ამერიკის ეკონომიკის მდგრად ზრდას, ასევე ძლიერ შრომით ბაზარსა და 2%-მდე ინფლაციას პროგნოზირებს. მისივე პროგნოზით, შენარჩუნდება სამუშაო ადგილების ზრდა და უმუშევრობის კლების ტენდენცია.როგორც ცნობილია, საპროცენტო განაკვეთის დაწევას უკვე წლებია ითხოვს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა, ფედრეზერვი დამოუკიდებელი ორგანოა და ის გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკის შედეგად იღებს. ახლა კი პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოიწონა და მას "ტვიტერით" გამოეხმაურა.