აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა (ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ) ბოლო 30 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის ყველაზე დიდი ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რისი მიზეზიც სამომხმარებლო ფასების ზრდის შეკავებისთვის ბრძოლაა.
გუშინდელი სხდომის შემდეგ ფედრეზერვი აცხადებს, რომ ძირითად განაკვეთს პროცენტული პუნქტის სამი მეოთხედით, 1,5%-დან 1,75%-მდე დიაპაზონში გაზრდის.
BBC-ის ცნობით, მარტის შემდეგ ეს საპროცენტო განაკვეთის მესამე ზრდაა, რისი მიზეზიც გასულ თვეში შტატებში ინფლაციის მოულოდნელი მატება გახდა. მოელიან, რომ განაკვეთი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ეკონომიკის წინაშე არსებული გაურკვევლობა იწვევს.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ სასესხო განაკვეთი, რასაც ფედრეზერვი ბანკებისგან ამოიღებს, წლის ბოლომდე 3.4%-ს მიაღწევს, რაც საზოგადოებას იპოთეკურ, საკრედიტო ბარათებისა და სხვა სასესხო ხარჯებს გაუძვირებს.