ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.
მისივე თქმით, ამერიკის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 6,4%-ით გაიზარდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო 2020 წლის პირველ კვარტალში, როცა პანდემია შტატების ეკონომიკაზე ჯერ სრულად არ იყო ასახული. როგორც სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი აცხადებს, შრომის ბაზრის აღდგენის ტემპებთან და ინფლაციურ ნახტომთან დაკავშირებით გამოთქმული პროგნოზები გრძელვადიანი არაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აპრილის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზით, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6,4%-ით მოიმატებს. სხვა პროგნოზების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკა წელს 7%-ით გაიზრდება, რაც ბოლოს 1984 წელს მოხდა.