საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცება და უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადებაში.საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას საქრათველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.