საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოსთან შესანიშნავ პარტნიორობასა და კარგ ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა წარმატების ისტორიაა და ეს მომავალშიც ასე იქნება.