საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ, მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პერპექტივებზე გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.