12:01
10 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება - დონალდ ტრამპი
01-08-2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ძალები აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პორტლენდში, ივლისში გაგზავნა. ტრამპის მტკიცებით, სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების თქმით კი, ფედერალური აგენტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ. რამდენიმე დღის წინ მედია საშუალებებმა ორეგონის გუბერნატორ ქეით ბრაუზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად იყვნენ.

AutoPlay
რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები მინსკს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევისთვის 7 ადამიანი, მათ შორის ცნობილი მედია მაგნატი, დააკავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბრაზილიაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია - „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები