გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს კომპენსაციის სახით 2500 ევროს გადაუხდის. კერძოდ, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით.