საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას იმ ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის საჭირო.მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს რომ ფაშინიანი საქართველოში უკვე მეორე ვიზიტით იმყოფება. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევიდან სწორედ საქართველოში გაიმართა და ასეთი ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისათვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას.