ფასანაურთან ტრაილერის მძღოლი დაიღუპა - ასეულობით ტრაილერი ფასანაურთან მეათე დღეა გზაზეა ჩარჩენილი. საკვების, ფულის და საწვავის გარეშე დარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ადგილზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
მღოლის გულის შეტევით გარდაცვლაებას შინაგან საქმეთა სდამინისტროშიც ადასტურებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ადგილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება შეუძლებელია და მძღოლებს პოლიცია ამიტომ არ ატარებს.