ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელებას ქართული საინვესტიციო კომპანია ჯივიაი აპირებს. პროექტი ითვალისწინებს 20 კეთილმოწყობილ ოთახს, რომელიც დამსვენებელს უნიკალურ მომსახურებას შესთავაზებს. საკურორტო შეთავაზებაშია მედიტაცია და სხვადასხვა სახის თერაპიები. კურორტი დამსვენებელს ოთხივე სეზონზე მოემსახურება. ჯივიაი საქართველოში კიდევ ერთ პროექტს საგურამოში მინიქალაქ „საგურამოს ბაღებს“ აშენებს.