ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური კომისიის პირველი სხდომა დახურულ ფორმატში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვის დარჩება საბოლოოდ ე.წ. გასაღები ჯერ კიდევ უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაზე, რომ ე.წ. გასაღები დამოუკიდებელ სააგენტოს ჩაბარდეს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან ასეთი მოდელი არცერთ ქვეყანას არ აქვს. მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ ცვლილებას თვის ბოლომდე მოამზადებენ. შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე სექტორი, ძალოვანი და საგამომძიებო უწყებების წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაესწრნენ. სწორედ ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს ის ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს დააკისრა.