დიდუბეში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შსს ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 1978 წელს დაბადებული პირი. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
იხილეთ: მორიგი სპეცოპერაცია თბილისში - ვანის ქუჩაზე სავარაუდოდ ნარკორეალიზატორი დააკავეს