შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და რძალი დაიკითხებიან. საქმე ეხება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტროში 28 იანვარს დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დაიკითხა, რომლის ინფორმაციითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელით მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.