„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და თუ გავრცელებული მასალების ავთენტურობა დადასტურდება, პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვონ.
მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფაქტზე საკანონმდებლო ორგანომ რიგგარეშე სხდომა უნდა მოიწვიოს.
საქმეზე პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც.