დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იანეთსა და ბაშში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღამის საათებში ტარდება.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.