აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში? - ვიდეოს "სურსათის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.
იხილეთ: ექსპერტიზის პასუხი უკვე ცნობილია - არის თუ არა ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური?