12:51
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული
12-06-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მიწის ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო. შეწამვლითი ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალსიწინებით მიმდინარეობს, რათა ფუტკარი არ დაზიანდეს. თერმული ნისლით მუშავდება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა ფიქსირდება. დღეის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია  50 ათასამდე სადგური, რომლსი მეშვეობითაც წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა. ამასთან, ფაროსანას  საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები