26 ოქტომბერს, არტ ჰაუსში, ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე კომპანიამ საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. პრეზენტაცია მოიცავდა დაჯილდოვების ცერემონიალსაც - არტფარმამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პარტნიორ ორგანიზაციებსა და ექიმების გუნდს მადლობა გადაუხადა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, პარტნიორები, ცნობადი სახეები და მედიის წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის, ჩეხეთიდან ჩამოვიდა ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯერი ირენა კუპკოვა.ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. „არტფარმა“ საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკს“, რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანრმთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას. ის ირგებს ერთგვარი მედიატორის როლს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის. „არტფარმამ“ ფართო საზოგადოებას თავი ინოვაციური პროექტებით გააცნო - მათ შორის არის საბავშვო ვიტამინების, „მარსიანჩიკის“ და პედიატრთა აკადემიის ეგიდით ჩატარებული უფასო პედიატრიული და ორთოპედიული გამოკვლევები სკოლებში; ასევე საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდის, „ვიადერმის“ შემოსვლა, რომელსაც უკავშირდება სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველი ოფიციალური ბლოგის, www.makechoice.ge-ს შექმნა; ბლოგის რებრენდინგის შედეგად, შეიქმნა სრულიად ახალი ინტერნეტ გამოცემა Beauty Magazine, რომელიც გასცდა სილამაზისა და ჯანმრთელობის თემებს და ისეთი აქტუალური საკითხები მოიცვა, როგორიც არის ურთიერთობები, მოგზაურობა, კულინარია, გართობა, მოდა, ჯანსაღი ცხოვრება და სხვა. Beauty Magazine აქტიური ფუნქციობის რეჟიმში 2018 წლის ნოემბრიდან გადავა.