ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა - "ევროპული საქართველოს" პასუხი მიხეილ სააკაშვილს - Palitra News

ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა - "ევროპული საქართველოს" პასუხი მიხეილ სააკაშვილს

2019-09-30 15:03:52+04:00

"ევროპული საქართველოს" ლიდერები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობენ.

როგორც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აღნიშნავენ პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და "ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს გიგა ბოკერიას და საზოგადოებას მხოლოდ ორ პოლიტიკურ ალტერნატივას სთავაზობს მისი და ივანიშვილის სახით.

"ევროპულ საქართველოში" სააკავშვილის განცხადებას ფარისევლობას და ჯვრით მანიპულირებას უწოდებენ და აღნიშნავენ რომ "ვარდების რევოლუციის" როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის სწორედ მათი პარტია.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილმა პიდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.